მიმდინარე წლის დასაწყისიდან ჩვენს რეგიონში და ზოგადად მსოფლიოში დაძაბული დაძაბულობა პიკს აღწევს, ეკონომიკური კრიზისები და კონფლიქტები გამწვავდა, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დაწყების შემდეგ. ამ საკითხებთან დაკავშირებით, ინტერვიუს სახით ვესაუბრეთ პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრ
გიორგი ირემაძესთან.- თქვენი აზრით რა არის ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დაწყების მიზეზი და ვის მიერ არის ინსპირირებული?- ძალიან მარტივად ავხსნი დღევანდელ მოცემულობას, რომ მკითხველისთვის ადვილად გასაგები იყოს. მე ვფიქრობ, რეგიონში მიმდინარე კონფლიქტები, უკრაინა იქნება ეს თუ ახლო აღმოსავლეთი უკავშირდება დღეისათვის არსებულ მსოფლიო ეკონომიკური და პოლიტიკური მოძველებული სისტემის გადაფორმატირების პროცესს. მოძველებულია, რადგან აღარ მუშაობს საერთაშორისო ინსტიტუტები და ნორმები, მაგალითად, „გაეროს“ დასავლეთის ქვეყნები დიდი ხანია აღარ ითვალისწინებენ, იწყებენ სისხლიან ომებს და არა მხოლოდ არღვევენ სხვა ქვეყნის სუვერენიტეტს, არამედ ცდილობენ გაანადგურონ ის ქვეყნები, რომელიც მათ არ ემორჩილება, თუმცა, ეს აღარ გამოსდით, ანუ ამისათვის ძალა აღარ ყოფნით ლიბერალ-მილიტარისტებს.
აღარ მუშაობს ზოგადად კაპიტალისტური სისტემა, რომელიც დაფუძნებულია მუდმივ პოლიტიკური გავლენის სფეროების გაფართოებაზე და მისი ბენეფიციარები, კოლექტიური დასავლეთი უფრო მეტს მოიხმარს ვიდრე აწარმოებს, ანუ პარაზიტული სისტემაა და ამიტოა ხშირია ეკონომიკური კრიზისებიც. ასევე, ეკონომიკური სისტემაც ჩიხშია შესული, ვგულისხმობ დოლარზე აგებულ ე.წ. „ბრეიტონ ვუდის“ სისტემას, რომელიც 1944 წლიდან ფაქტობრივად კურირებს მსოფლიო ეკონომიკას. თუ მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან დოლარის სისტემით სარგებლობდნენ და უზომოდ დიდ მოგებას ღებულობდნენ აშშ და დასავლეთ ევროპის ქვეყნები, დღეს ისინი ვალებში არიან, ამ ქვეყნების სახელმწიფო ვალი აღემატება მათი ეკონომიკას ანუ მშპ-ს. მსოფლიო კარგად ხვდება, რომ დოლარი მიმართულია ქვეყნებიდან რესურსის გადინებისკენ, რაც ვაშინგტონის სასარგებლოდ ერთგვარი ხარკია და სულ უფრო მეტი ქვეყანა გამოდის დოლარის წინააღმდეგ.
თავად ბენეფიციარებიც ხვდებიან, რომ რაღაც ახალი უნდა მოიფიქრონ, რომ ვალებიდან ამოვიდნენ და ისევ გააგრძელონ ფინანსური მაქინაციებით შედარებით სუსტი ქვეყნების რესურსის მითვისება. თუმცა დასავლური ფინანსური ელიტების ნაწილი იმდენად არაადეკვატური და გონებრივად დეგრადირებულია, ისევ ჯერათ დოლარის სიძლიერის და მომხრე არიან ძველი სისტემის შენარჩუნების. ამიტომ ყველაფერს აკეთებენ, რომ არ დათმონ ძალაუფლება. ანუ თავად დასავლეთის ქვეყნებში შიდა - დაპირისპირება მიდის ელიტებს შორის, რაც პირველ პირებზე თავდასხმებშიც კი ვლინდება.
ზუსტად ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ დღეს მსოფლიო ტრანსფორმაციის პროცესი კონფლიქტების ფონზე მიმდინარეობს. მაგალითად, უკრაინაში 2014 წელს მომხდარი სახელმწიფო გადატრიალება, კიევის ხუნტის შეიარაღება და რუსეთის წინააღმდეგ ამხედრება უკავშირდება იმას, რომ დასავლურ სისხლიან ელიტებს ახალი რესურსები ჭირდებოდათ, რომ კიდევ გაეხანგრძლივებინათ საკუთარი მანკიერი არსებობა. მათ ეგონათ იგივეს გაიმეორებდნენ, რაც 90-იან წლებში საბჭოთა კავშირის შემთხვევაში მოხდა, ანუ ქვეყანა დაშალეს და გაძარცვეს. მაშინ პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან 15 ტრილიონი დოლარის ექვივალენტი რესურსი გაიტანეს. ზუსტად ამიტომ, დღეს რუსეთს ეომება 50-ზე მეტი ქვეყანა აშშ-ს და ბრიტანეთის, ანუ ანგლოსაქსების მეთაურობით, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. ისინი ფაქტიურად უკვე დამარცხდნენ რუსეთთან და ამიტომ წამოიწყეს ახალი კონფლიქტი ირანში. მათ ეგონათ უკრაინის ან ვენესუელას სცენარით დაამხობდნენ ხელისუფლებას, მაგრამ ირანელმა ხალხმა ძალიან მკაცრად უპასუხა და ვფიქრობ ამერიკელებს არავითარი შანსი არ აქვთ მათთან ომში.
- ანუ ირანზე თავდასხმა არ უკავშირდება ბირთვული იარაშის შექმნის პროგრამას, როგორც ამას აშშ და ისრაელი აცხადებს?- ცნობილია, რომ ირანი არ ცდილობს ბირთვული იარაღის შექმნას. ამაზე მეტყველებს ირანის ყოფილი სულიერი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის მიერ რამდენიმე წლის წინ გამოსცემული „ფეტვა“, რომელიც ამ ქვეყანაში სახელმწიფო სტრუქტურებისთვის აუცილებელი შესრულების ხასიათს ატარებს და სადაც მითითებულია, რომ ირანი არ ქმნის ბირთვულ იარაღს და საერთაშორისო შეთანხმებას „ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობა“-სთან დაკავშირებით თეირანი პირნათლად ასრულებს. ამის გარდა, „საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს“(МАГАТЭ)-ს არავითარი პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ ირანი ქმნის ბირთვულ იარაღს არ აქვს. მსგავსი მტკიცებულება არც აშშ-ს, არც ისრაელს, ან მათ მოკავშირეებს არ წარუდგენიათ. თუმცა ისინი ამტკიცებენ ამას დაუსაბუტებლად და ოფიციალურად ეს გახდა ირანზე დარტყმის მიზეზი, რაც არის აფსურდი და უსამართლობა. ირანზე თავდასხმის პირველივე დღეს 28 თებერვალს ქალაქ მინაბში სკოლის დაბომბვა მოხდა და ამის შედეგად დაიღუპა 170 მცირეწლოვანი ბავშვი და 14 მასწავლებელი. შეუძლებელია აგრესორებს არ ცოდნოდათ, რომ მათი სამიზნე სკოლა იყო, რადგან აღნიშნული სკოლა ორი ამერიკული მართვადი რაკეტა „ტომაჰავკით“ დაიბომბა 30 წუთიანი ინტერვალით. ეს სახმედრო დანაშაულია და აუცილებელია ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება და გასამართლდეს აგრესორი მხარე, ტრამპი იქნება ეს, ნათანიახუ, თუ აშშ-ს ომის მინისტრი პიტ ხექსიტი, ან სამივე ერთად.
ამასთანავე, კრიზისული ვითარების გამო, ანგლოსაქსურ პოლიტიკურ ელიტებს შორის დაპირისპირება იმდენად გამწვავდა, რომ ერთმანეთზე კომპრომატებს აქვეყნებენ. ამაზე მიუთითებს აშშ-ს პროკურატურისა და იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული „ეპშტეინის ფაილები“, სადაც ამერიკისა და ბრიტანეთის ხელისუფლების წარმომადგენლები პედოფილიაში და კანიბალიზმში არიან მხილებული. ანუ მსოფლიომ აშკარად დაინახა ვაშინგტონისა და ლონდონის ამორალური და პოლიტიკური ჭაობის სახე. ლოგიკური იქნება „გაეროში“ მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება, რომ აუცილებელია გაიმართოს ნიურბერგის პროცესის მსგავსი საერთაშორისო სასამართლო, სადაც გასამართლდებიან ის პირები, ვისაც დანაშაული მიუძღვის კაცობრიობის წინაშე.
- უკვე 10 დღეზე მეტია მიმდინარეობს ახლო აღმოსამლეთში ეს კონფლიქტი და რამდენად ხანგრძლივი იქნება, თქვენი ვარაუდით?- ვფიქრობ ეს ხანგრძლივი დაპირისპირება იქნება, შესაძლოა რამდენიმე თვე ან წელიწადზე მეტი დაჭირდეს ცეცხლის შეწყვეტას. თუმცა, აშკარაა, რომ არც აშშ და არც ისრაელი ხანგრძლივი ომისთვის მზად არ იყვნენ, მათ ეგონათ რამდენიმე დღეში დაბომბვების შედეგ ირანში სახელმწიფო გადატრიალება მოხდებოდა და ამით გამარჯვებას მიითვლიდნენ, მაგრამ ირანელი ხალხი ბრძენია და სახელმწიფო მზად იყო მსგავსი აგრესიისგან თავდაცვისთვის. მითუმეტეს მას შემდეგ, რაც ამერიკლებმა სკოლის დაბომბვის გარდა, ირანის და ზოგადად შიიტების სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი მოკლეს, ამან მოსახლეობა საბოლოოდ დაარწმუნა, რომ აგრესორების მიზანი ირანის განადგურება და არა ხელისუფლების შეცვლა იყო, ანუ ხალხში სრული კონსოლიდაციამოხდა და ისინი ბოლომდე იბრძოლებენ, სანამ აშშ-ს არ განდევნიან რეგიონიდან. მეტიც, ეს ომი უკვე რელიგიურ ომში გადაიზარდა. შეიარაღების მხრივ, აგრესორებთან შედარებით, ირანს უფრო მეტი მარაგი აქვს, მაგალითად სარაკეტო მარაგი და არმიაც უფრო მომზადებულია. ახლო აღმოსავლეთში დაახლოებით 30-მდე ამერიკული ბაზაა, აქედან ნახევარზე მეტი სამხედრო ბაზებისა ირანის არმიამ უკვე გაანადგურა. ასევე, გადაკეტეს ორმუზის სრუტე, რომ მოწინააღმდეგეს ეკონომიკური დარტყმა მიაყენონ.
- ანუ მოსალოდნელია რეგიონში ენერგომატარებლებზე, ნავთობსა და გაზზე ფასების ზრდა?- დიახ, კონფლიქტის დაწყებიდან ამ მხრივ კრიზისული ტენდენციებია. დღეისათვის ნავთობის ფასი უკვე 100$-ზე მეტია, საგრძნობლად მომატებულია გაზის ფასი მაგალითად ევროპის ქვეყნებში. თუ ეს ფასები შენარჩუნდა 2-3 თვე, ან მითუმეტეს თუ მოიმატა, ინფლაციაც გაიზდება, ანუ სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასებიც მოიმატებს - ტრანსპორტირების, ლოჯისტიკისა და ბიზნეს ხარჯების ზრდის გამო. საქართველოში არაკეთილსინდისიერი დისტრიბიუტორები და სამარკეტო ქსელები ამ საბაბით თავის წილად კიდევ 10-30%-ს დაამატებს ზემოდან და მივიღებთ საკმაოდ მაღალ ფასებს პრუდუქტზე. ასეთ ვითარებაში, "ეროვნული ბანკი" და ზოგადად მსოფლიოში კონკრეტულ ქვეყნებში "ცენტრალური ბანკები" სავარაუდოდ მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას გაატარებენ და გაზრდიან საპროცენტო განაკვეთს, რომ ე.წ. "თარგეთირების" მეთოდით შეამცირონ ინფლაცია. ეს ყველაფერი ეკონომიკურ ზრდას შეანელებს, ანუ, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი დიდი ალბათობით მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დასაწყისისთვის მიზეზი გახდეს, უფრო სწორად ტრიგერის როლს ითამაშებს, რადგან მსოლფიო კრიზისის ნამდვილი მიზეზი, როგორც მოგახსენეთ მოძველებული ეკონომიკური სისტემაა, რომელიც უკვე ინგრევა და კონფლიქტების დროს ეს პროცესიი დაჩქარდება.
- და ბოლო კითხვა, თქვენი აზრით, რა გავლენა ექნება ამ ყველაფერს საქართველოზე? აღნიშნული კონფლიქტები და ეკონომიკური კრიზისი როდის დასრულდება და გამოსავალი რაშია?- 2022 წელს რუსეთის მხრიდან უკრაინის რეჟიმის აგრესიის შესაჩერებლად „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დაწყებას და დღეს უკვე ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტს დიდი გავლენა აქვს საქართველოზე, როგორც უსაფრთხოების მხრივ, ასევე პოლიტიკურად და ეკონომიკურად. მინდა გავიხსენო ჩვენი ვიზიტი 2024 წელს და ასევე, 2025 წელს დონბასში, დონეცკსა და ლუგანსკში. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს დელეგაციას ხელმძღვანელობდა ჩვენი პარტიის ლიდერი
მამუკა ფიფია და აქავე უნდა ითქვას, რომ
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს „დსთ“-ს საკითხებში კომიტეტის ორგანიზებით ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გავმართეთ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის თავკაცთან
დენის პუშილინთან, რომელისგანაც ბევრი საინტერესო სიახლე გავიგეთ რეგიონში მიმდინარე პროცესებზე. შესაბამისად, მე კარგად ვიცი რა არის თანამედროვე კონფლიქტები, როგორ ებრძვის დასავლეთი მოსახლეობას ადგილობრივი მარიონეტული ხელისუფლების ხელით, ზელენსკის ხუნტას ვგულისხმობ. ზუსტად ამიტომ, დონბასის მოსახლეობამ კიევის რეჟიმისგან, რომ დაეცვა თავი და დაბრუნებოდა ისტორიულ სამშობლოს, მათ მიიღეს ლეგიტიმური გადაწყვეტილება და შეუერთდნენ რუსეთის ფედერაციას. ჩვენ კი ყოველთვის იქ ვიქნებით, სადაც ჩვენს მეგობარ რუს ხალხს დაჭირდება თანადგომა, მსგავსი ურთიერთმხარდაჭერა ქართველი ხალხის ინტერესებშია.

ეს იმიტომ გავიხსენე, რომ ზემოთ ჩემს მიერ ნახსენები კრიზისის გაძლიერებასთან ერთად, კოლექტიური დასავლეთი სულ უფრო აგრესიულად იქცევა, მითუმეტეს ისეთი დაუცველი ქვეყნების მიმართ, როგორც საქართველოა. ჩვენს წინააღმდეგ უკვე სანქციებია დაწესებული და ყოველ წელს სახელმწიფო გადატრიალებას გვიწყობენ. ეს მცდელობები უფრო გაძლიერდება ამ კონფლიქტების ფონზე. ამიტომ, საქართველომ უნდა მიიღოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და გამოვიდეს კოლექტიური დასავლეთის გავლენისგან, ამას კი მხოლოდ ჩვენი ისტორიულ მოკავშირესთან სამოკავშირეო ურთიერთობების აღდგენით მოვახერხებთ, ანუ რუსეთის ფედერაციასთან უნდა დავიწყოთ დიალოგი, აღვადგინოთ დიპლომატიური ურთიერთობები და გავწევრიანდეთ „სამოკავშირეო სახელმწიფოში“ რუსეთთან და ბელორუსთან ერთად. ზუსტად ამის შემდეგ მივიღებთ უსაფრთხოების გარანტიებს, დაცული ვიქნებით ყველანაირად, მათ შორის, ეკონომიკური რისკებიც მოიხსნება.
რაც შეეხება რეგიონში არსებული კონფლიქტების დასრულებას, ვფიქრობ ეს რთული საკითხია და ჯერჯერობით პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია იმდენად სწრაფად იცვლება ვითარება. თუმცა, ტენდენცია ერთმნიშვნელოვნად გვაჩვენებს, რომ აშშ და კოლექტიური დასავლეთი მარცხდება ამ დაპირისპირებაში და მათი კრახი სულ უფრო ახლოვდება. ვფიქრობ, წლის ბოლოს სრულად გამოიკვეთება სრული სურათი და მსოფლიო აქტიურად დაიწყებს მუშაობას საერთაშორისო ახალი ინსტიტუტების ჩამოყალიბებაში, ახალი მექანიზმები შეიქმნება გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად. ასევე, ეკონომიკის მხრივ იქნება ცვლილებები. მე ჯერ კიდევ 2022 წელს მოსკოვში ერთ-ერთ ღონისძიებაზე განვაცხადე, რომ დოლარის სისტემა მალე დაიშლება და ლოგიკური იქნება ჩვენს რეგიონში რუბლის სავალუტო ზონა შეიქმნას, ანუ რუსეთი გამოიყვანს რეგიონს კრიზისიდან, რუბლი გახდება სარეზერვო და საინვესტიციო ვალუტა, ანუ რეგიონში სრულად შეცვლის დოლარს. ჩვენთვის კი ის შეიცვლება, რომ ქვეყნის ფინანსური ძარცვა სეწყდება, დაიწყება ქარხნებისა და საწარმოების მშენებლობა, ამით კი მივირებთ რეალურ ეკონომიკურ ზრდას და მოსახლეობის ცხოვრების დონე გაუმჯობესდება. დღეს სულ უფრო მეტი ქვეყნის ლიდერები საუბრობენ მსოფლიოს სავალუტო ზონებად დაყოფასთან დაკავშირებით და ვფიქრობ ასეც მოხდება. რუსეთი უკვე დიდიხანია ამისათვის ემზადება და ჩვენც მასთან ერთად უნდა მოვემზადოთ ახალი რეალობისთვის. იმედია საქართველოს ხელისუფლება გაითვალისწინებს არსებულ ვითარებას და კიდევ ვიმეორებ, მოსკოვთან დიალოგი აუცილებელია და რაც მალე მოხდება ეს მით უკეთესი ჩვენთვის.
скачать dle 11.0фильмы бесплатно