აჭარის სანაპიროზე წითელი ალამი აღმართეს - შტორმის სიმძლავრემ იმატა
- 14.08.2016, 21:45,
- საზოგადოება / სლაიდი
- 0
აჭარის სამაშველო სამსახურის უფროსის, ჰუსეინ სირაბიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის აჭარაში, შავი ზღვის სანაპიროზე, შტორმის სიმძლავრე 5 ბალს აღემატება.სირაბიძის ინფორმაციით, სანაპირო ზოლზე სამაშველო ჯგუფები არიან მობილიზებულნი.
აჭარის სამაშველო სამსახურში განმარტავენ, რომ ძლიერი წვიმა და შტორმი სანაპიროზე ხვალამდე შენარჩუნდება.

მაშველები დამსვენებლებსა და ტურისტებს ზღვაში შესვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ.
სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, სანაპიროზე წითელი ალამია აღმართული. ამ ეტაპზე რაიმე განსაკუთრებული შემთხვევა არ ფიქსირდება.
წყარო:скачать dle 11.0фильмы бесплатно