,,ეს გადამწიფებული თინეიჯერები ყველა ზღვარს ცილდებიან” – გია ხუხაშვილი
- 21.07.2017, 11:38,
- საზოგადოება / სლაიდი
- 0
,,რასაც დღეს აკეთებდა კობახიძე ეს იყო ელჩების შეურაცხყოფა“ -აცხადებს ,ექსპერტი გია ხუხაშვილი.
მისი თქმით, ამის მიზეზი ის არის, რომ კობახიძეს და მის ახალგაზრდა თანაგუნდელებს ზოგადად არ ესმით რა არის ინსტიტუციებისა და სახელმწიფოს პატივისცემა.
,,ეს გადამწიფებული თინეიჯერები ყველა ზღვარს ცილდებიან. ერთია,რომ საერთოდ არ ესმით რა არის სახელმწიფო და პოლიტიკა, არ იციან რა არის ინსტიტუციების პატივისცემა, მათ შორის ელჩების პატივისცემა.ის ,რასაც დღეს აკეთებდა კობახიძე ეს იყო ელჩების შეურაცხყოფა , რაც მერე მისმა უმწიფარმა თანაგუნდელმა გააგრძელა და თითქმის ბოდიშის მოხდა მოითხოვა. მათ არ ესმით ,რომ ელჩებს აქვთ თავის კომპეტენცია ელცები არ შეიძლება იყვნენ პოლიტიკური გზავნილის მატარებელი, მანამდე სანამ ეს არ არის სახელმწიფოებრივი პოლიტიკის საკითხი, ეს კი არის წმინდა პარტიული დავალება და ამაში მართალი იყო პრეზიდენტის მრჩეველი. როცა კონსტიტუცია ძალაში შევა მერე შეიძლება რამეზე ვისაუბროთ. რაც შეეხება ტონს არ გვიკვირს, რომ ეს ახალგზრდები რომლებიც არ ყოფილან პოლიტიკაში, ფაქტობრივად მზამზარეულზე მოვიდნენ და მათი კვალიფიკაცია სერიოზული ეჭვის ქვეშ დგას ,რასაც უნდათ და სადაც უნდათ იმას ლაპარაკობენ“-აცხადებს ხუხაშვილი .
მისი თქმით, ამ ,,უმწიფარი“ პირების ყოფნა პოლიტიკაში საზიანოა ქვეყნისთვის და მაშინ, როცა ასეთი ტიპის ,,თინეიჯერის ფსიქოლოგიის პერსონაჟები“ არიან ხელისუფლებაში ,,ქართული ოცნების“ ისედაც მძიმე მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს.“ - პირველი რადიო
წყარო: http://cyc.ge
скачать dle 11.0фильмы бесплатно