Coloring Pages Reddit Video Downloader
 

"უკვე მერამდენედ გამოჩნდა: „ქართული ოცნება“ ელემენტარული პოლიტიკური კატეგორიებით ვერ აზროვნებს"

"უკვე მერამდენედ გამოჩნდა: „ქართული ოცნება“ ელემენტარული პოლიტიკური კატეგორიებით ვერ აზროვნებს"

„ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის შეფასებით, „ქართული ოცნების“ კომენტარები უბლოკო სტატუსზე არაკომპეტენტურია.

„რაც შეეხება ხელისუფლების წარმომადგენელთა კომენტარებს, რომელიც კეთდება უბლოკო სტატუსთთან დაკავშირებით, ნამდვილად არ მინდა დიდი დრო დავუთმო, თუმცა იძულებული ვხდები ბატონ ირაკლი სესიაშვილს ვურჩიო, რომ ჩაიხედოს საერთაშორისო სამართლის სახელმძღვალეობში და სანამ საჯარო განცხადებას გააკეთებს, ჯერ განმარტება წაიკითხოს უბლოკო სტატუსსა და ნეიტრალიტეტზე,” - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მისი თქმით, რაც შეეხება „ნინო ბურჯანაძერ “დემოკრატიული მოძრაობის“ დადანაშაულებას იმაში, რომ „რესპუბლიკური პარტია“ შეხმატკბილებულად აჰყვა ამ ინიციატივას, არც სესიაშვილს და არც „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერებს არავინ უშლიდა ხელს მანამდე მიეცათ რეაგირება ჯერ კიდევ ივლისში გაცხადებულ უბლოკო სტატუსის მოთხოვნას.

„ბატონო ირაკლი და უმრავლესობის წევერებო! ვინ გიშლიდათ, რომ „რესპუბლიკური პარტიისთვის“ დაგესწროთ და თქვენ გამოხმაურებოდით უბლოკო სტატუსის იდეას. ინიციატივა ჩვენ განვაცხადეთ ივლისს დასაწყისში, „რესპუბლიკური პარტია“ ამ იდეას გამოეხმაურა პრაქტიკულად ერთი თვის შემდეგ, თქვენ ვინ გიშლიდათ ერთი თვის განმავლობაში თქვენი დადებითი ან უარყოფითი მოსაზრება დაგეფიქსირებინათ?!“- მიმართავს ხელისუფლებას ნინო ბურჯანაძე.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ არ ეყო კომპეტენცია, რომ მიმხვდარიყო ამ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივის აზრს.

„კარგი იქნება თუ თავს დაანებებთ უსინდისო მანიპულაციებს, არაკომპეტენტურობა ერთია, მაგრამ როდესაც არაკომპეტენტურობიდან გამომდინარე უსინდისო ბრალდებები ისმის ეს უკვე სასაცილოც არის, მაგრამ რეაგირებას ნამდვილად საჭიროებს. ესეც ერთი დადასტურება იყო იმისა, რომ „ქართული ოცნება“ ელემენტარული პოლიტიკური კატეგორიებით ვერ აზროვნებს, „ქართული ოცნება“ ელემენტეარულ გადაწყვეტილებებს ვერ იღებს და ადექვატურად ვერ მოქმედებს არც თუ ისე რთულ სიტუაციებში,“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძე მოუწოდებს მოსახლეობას, რომ აუცილებლად მიიღოს გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებიდან მოშორების თაობაზე და 8 ოქტომბერს საარჩევნო ბიულეტენებში შემოხაზოს ნომერი 3. აირჩიოს ის ადამიანები, ვინც იცის რა და როგორ უნდა აკეთოს.

წყაროMy Webpageскачать dle 11.0фильмы бесплатно
                 
  • დღეს
  • კითხვადი
Facebook
animals home questions