გადაწვეტილება მიღებულია, ზოგიერთებმა კი ცივი წყალი დალიონ - მამუკა ზანდუკელი
- 29.08.2016, 22:47,
- სლაიდი / პოლიტიკა
- 0
"თანამოქალაქენო, მე და ჩემი მეგობრები დიდი ხნის განმავლობაში ვაკვირდებოდით იმ პოლიტიკოსებსა და არასამთავრობო ორგანიზაციის თავჯდომარეებს , რომლებიც ქადაგებდნენ, რომ მათთვის მთავარი იყო იდეა ქართული სახელმწიფოებრიობის გაძლიერებისა და საერთოდაც არ აინტერესებდათ პირადი კეთილდღეობა თუ პიროვნული სარგებელი.
სამწუხაროდ, ვერც ერთი მათგანის მოღვაწეობისას მსგავსი რამ ვერ დავინახეთ და თითქოს ნიჰილიზმის ნიშნებიც კი გაგვიჩნდა,-- ძალიან გვზარავდა იმაზე ფიქრი, რომ არაფერი გვეშველებოდა და საზოგადოებაზე მოფიქრალი პარტია ჰორიზონტზეც კი არ იყო გამოკვეთილი, თუმცა იმასაც ვაცნობიერებდით, რომ უმოქმედობა კიდევ უფრო დიდი დანაშაულია სამშობლოსა და ერის წინაშე.
ამიტომ ვფიქრობთ, რომ თავად დავაყენოთ კანდიდატი და საზოგადოებამ გადაწყვიტოს რისი ღირსნი ვართ და რა პასუხისმგებლობას დაგვაკისრებს. .ჩვენ არ გვსურს ვიღაცის ხათრით იქნეს არჩეული ჩვენი კანდიდატი, ამიტომაც პიროვნული თვისებებით ყველაზე ინდივიდუალური, სუფთა და პატიოსანი წარმომადგენელი შევარჩიეთ ლევან ღვინიაშვილის სახით, რომელიც თავისი ცხოვრების წესით, თავისი ამაგით ქვეყნის წინაშე --- მრავალშვილიანობით დაწყებული და ომის ვეტერანობით დამთავრებული -- ზუსტად ის პიროვნებაა, ვისთვისაც ნებისმიერი ჩვენგანი ვიღებთ პასუხისმგებლობას.
მისი კანდიდატურა წარდგენილია საპარლამენტო არჩევნებზე გლდანის N22 საარჩევნო ოლქში ორგანიზაციის "დავით თევზაძე საქართველო მშვიდობისათვის" მიერ. დაე, ხალხმა გადაწყვიტოს, ვინ არის ღირსი ხელთ ეპყრას საჭე საქართველოსი - სატელევიზიო მასხარებსა თუ ადამიანს, რომელსაც არასდროს არაფერი დაუშურებია სამშობლოსათვის." - მამუკა ზანდუკელი
скачать dle 11.0фильмы бесплатно