ნინო ბურჯანაძე ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა
- 07.09.2016, 23:13,
- სლაიდი / პოლიტიკა
- 0
„ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ და პარტიის მთავარი საბჭოს წევრებმა ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელთან შეხვედრა გამართეს.
„ძალიან დიდი ინტერესი იყო იმ თემებთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენ წამოვწიეთ. ოდირი ზიგადად არის ის სტუქტურა, რომელიც არჩევნებში ძალიან კარგად ერკვევა და ჩვენი პრეტენზიები, რომელიც კონკრეტულ თემატიკას შეეხებოდა, ძალიან უცნაური მოსასმენი იყო ბატონი ელჩისათვის. დელეგაცია გვესტუმრა იმიტომ, რომ მათთვის ახსნა არ აქვს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მიიღო მთავრობამ კერძოდ, ადმინისტრაციულ რესურსთან დაკავშირებით. როგორც მოგეხსენებათ, პრეიერმინისტრს და მინისტრებს მოეხსნათ შეზღუდვები არჩევნებში მონაწილეობასთან და აქტიურ კამპანიასთან დაკავშირებით“-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მისი თქმით, მისიის წევრებისათვის სრულიად გაუგებარია, როდესაც კვალიფიციურ პოლიტიკურ პარტიას არჩევნების გამოცხადების შემდეგ წაერთვა ის უფასო სარეკლამო დრო, რომელიც მოპოვებული აქვს ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების დროს.
„დელეგაციისათვის სრულიად გაუგებარია არგუმენტაცია, რომელიც გამოიყენა აუდიტორულმა ორგანიზაციამ ბატონი ლაშა თორდიას ხელმძღვანელობით, როდესაც ჩვენ დაგვავალდებულეს ის, რომ კომერციულ ორგანიზაციებთან ყველა პოლიტიკური პარტია პრაქტიკულად გაგვეფორმებინა ხელშეკრულება 100 % წინასწარი გადახდით. ეს სრულიად ნათელია და ყველა ადამიანისათვის, რომელიც ობიექტურად უყურებს ამ პროცესს, რომ არის სწორედ რომ არჩევნების ნორმალურად წარამართვაში ხელის შეშლა“-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მისი თქმით, მისიის წევრებმა ნინო ბურჯანაძისაგან სრული ინფორმაცია მიიღეს და ეს ინფორმაცია აუცილებლად აისახება არჩევნების შემაჯამებელ ოქმში.
წყარო:скачать dle 11.0фильмы бесплатно