Instagram Downloader download video instagram instagram reels download quicksave
 

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ალბანეთი დაამარცხა (ვიდეო)

საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა ევრობასკეტის შესარჩევ მატჩში ალბანეთის ნაკრები დაამარცხა. ქართველმა კალათბურთელებმა ალბანელები ტირანაში, მათსავე მოედანზე 20-ქულიანი სხვაობით, 84:64 დაამარცხა.

ქართველი კალათბურთელებიდან ყველაზე შედეგიანი ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია იყო, რომელმაც 20 ქულა მოაგროვა, 15 ქულის მოგროვება შეძლო გიორგი შერმადინმა, 12-12 ქულა კი მეტოქეს თორნიკე შენგელიამ და დიქსონმა ჩაუგდეს.
ალბანელთაგან ყველაზე შედეგიანი კი ბროადუსი იყო, რომელმაც 26 ქულის მოგროვება შეძლო.

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევრობასკეტი 2017-ის შესარჩევ ეტაპზე, F ჯგუფში მესამე გამარჯვება მოიპოვა და 3 მოგებითა და 1 წაგებით ჯგუფში მეორე ადგილს იკავებს.



წყარო: interpressnews.geскачать dle 11.0фильмы бесплатно
                 
  • დღეს
  • კითხვადი
Facebook
animals home questions