ნინო ბურჯანაძე - მაიკ პენსი იმ პოლიტიკურ ჯგუფებს ხვდება, ვისგანაც იმას მოისმენს, რისი მოსმენაც სურთ
- 01.08.2017, 02:34,
- სლაიდი / პოლიტიკა
- 0
მე კარგად ვიცნობ ამერიკის დემოკრატიის ხარისხს - უკვე ტრადიციად იქცა ნინო ბურჯანაძე არ მიიწვიონ ისეთ შეხვედრებზე, სადაც შეიძლება დისკომფორტი შეექმნას ჩვენს ხელისუფლებას, - ამის შესახებ „
დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა
ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.
ბურჯანაძის განცხადებით,
„არც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოა დიდად დაინტერესებული“ მისი პოზიციის მოსმენით.
„აშშ-ს ვიცე პრეზიდენტი მაიკ პენსი შეხვდება ოპოზიციურ პარტიებს, მაგრამ ჩვენი პარტია არავის მიუწვევია ამ შეხვედრაზე. ეს მე არ მიკვირს - ასე ხდებოდა სააკაშვილის ხელისუფლების დროს. იყო შემთხვევები, როდესაც საგარეო საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებდა, თითქოს მე არ ვიყავი საქართველოში ან პირდაპირ ეუბნებოდა, რომ ბურჯანაძე არ მოიწვიოთო. იგივე ხდება დღესაც. პენსი ხვდება იმ პოლიტიკურ ჯგუფებს, ვისგანაც იმას მოისმენს, რისი მოსმენაც სურთ. არ გვხდებიან ჩვენ, ვისაც განსხვავებული მოსაზრება გვაქვს. უდავოდ მნიშვნელოვანია ამერიკის ვიცე პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში, მაგრამ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ მნიშვნელოვანია უფრო ამერიკისთვის, ვიდრე საქართველოსთვის“, - განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ.
წყარო: interpressnews.ge
скачать dle 11.0фильмы бесплатно