პარტია "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო"-ს თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძემ ბრიფინგზე რუსეთთან დიალოგის დაწყებასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გააკეთა.
ნინო ბურჯანაძე გამოეხმაურა სერგეი ლავროვის განცხადებას,რომელმაც ბრიუსელში ყოფნისას კიდევ ერთხელ თქვა,რომ რუსეთი მზად არის პარლამენტართა დელეგაციის გარდა უფრო მაღალ დონეზე გამართონ მოლაპარაკება საქართველოს მხარესთან. "დიალოგის დაწყება აუცილებელია და თუ ეს დღეს არ მოხდა,ხვალ გვიანი იქნება და შესაძლოა დღევანდელი ვითარება სანატრელი გაგვიხდეს"- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.