Coloring Pages Reddit Video Downloader
 

როგორ ატყუებს ამომრჩეველს ნინო ბურჯანაძე? (ვიდეო)

როგორ ატყუებს ამომრჩეველს ნინო ბურჯანაძე? (ვიდეო)


დღევანდელი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, როდესაც საქართელოში ეკონომიკური კრიზისია და ზოგადად რეგიონშიც უკიდურესად დაძაბულია ვითარება, ამის ფონზე, მომავალ არჩევნებს ქვეყნის მომავლისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ, ამომრჩეველი მაქსიმალურად უნდა იყოს ინფორმირებული მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და რაც მთავარია, კარგად უნდა იცოდნენ, ვის ირჩევეს. არა და პოლიტიკოსების უმრავლესობა არჩევნების წინ, ხშირ შემთხვევაში, ყალბი დაპირებებით ცდილობს ამომრჩევლის მხარდაჭერის მიღებას, რაც არაკეთილსინდისიერი ქმედებაა და შესაძლოა საფრთხის შემცველიც კი იყოს, რადგან როცა პოლიტიკოსი საარჩევნოდ ხალხს ატყუებს, მის უკან დიდი ალბათობით კონკრეტული ძალები და გეგმებია, რომელიც ქართველი ხალხის ინტერესებს ეწინააღმდეგება. ამიტომ, ჩემი, როგორც ჟურნალისტის ვალია მსგავს საკითხებზე ხმის ამაღლება და აშკარა ფაქტის დაფიქსირება, როდესაც კონკრეტული პოლიტიკოსი იტყუება.

ამ ჯერად ვისაუბრებ ქალბატონ ნინო ბურჯანაძესთან დაკავშირებით, რომელმაც პოლიტიკური კარიერის განმავლობაში რამდენჯერმე შეიცვალა არა მარტო პოლიტიკური გუნდი, არამედ პოზიცია. მათ შორის ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით. ქრონოლოგიურად, რომ მივყვეთ, ნინო ბურჯანაძე ჯერ პარტია "მოქალაქეთა კავშირის" წევრი ანუ ედუარდ შევარდნაძის გუნდში იყო, როგორც დასავლური კურსის და საქართველოს "ნატოში" შესვლის ლობისტი. ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლება რამდენად ლეგიტიმური იყო, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ დაუბრუნდეთ მთავარ თემას. 2003 წელს ჯორჯ სოროსის და ზოგადად დასავლეთის მიერ დაფინანსებულ "ვარდების რევლუციის" ერთ-ერთ ლიდერად ნინო ბურჯანაძე მოგვევლინა, ანუ შევარდნაძის გუნდიდან უპრობლემოდ გადაინაცვლა მიხეილ სააკაშვილის გუნდში, რომელმაც თავის მხრივ, დაამხო ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი - ედუარდ შევარდნაძე და შესაბამისად, არა კანონიერად მიისაკუთრა ძალაუფლება. მაგრამ ქალბატონ ნინოს ალბათ არ აღელვებდა ეს ფაქტი, ალბათ მისთვის მთავარი იყო ხელისუფლებაში ყოფილიყო, რაც თავისთავად უპრინციპულობის მაჩვენებელია.

სააკაშვილის რეჟიმის დროს, როდესაც საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ რეპრესიები ხორციელდებოდა, ნინო ბურჯანაძე იმ დროს 2004 წლიდან 2008 წლამდე პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელს იკავებდა და რატომღაც სააკაშვილის წინააღმდეს ერთი სიტყვაც არ დაუძრავს. როდესაც არა ადეკვატურმა დიქტატორმა მიხელ სააკაშვილმა ხელისუფლებაში პოზიციები გაიმყარა და გადაწვიტა ერთ პიროვნულად ემართა სახელმწიფოს ყველა სტრუქტურა, მან ფაქტიურად ყველა ლიდერი მოიშორა, მათ შორის ნინო ბურჯანაძეც, რომელმაც მომენტალურად ოპოზიციაში გადაინაცვლა და ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით პოზიციაც კი შეიცვალა. ვითომ დასავლურ ვექტორზე უარი თქვა და შეეცადა რუსეთთან დაახლოებას. ადვილი მისახვედრია, რომ ის მოსკოვში ვიზიტებით ცდილობდა ეთამაშა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს პრობლემის მომგვარებლის როლი, რითაც საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერას მოიპოვებდა და კვლავ მოვიდოდა ხელისუფლებაში.

როგორ ატყუებს ამომრჩეველს ნინო ბურჯანაძე? (ვიდეო)


2012 წელს საპარლამენტო არჩევნების შედეგად ნინო ბურჯანაძე პარლამენტში ვერ მოხვდა. გამარჯვებულ "ქართულ ოცნებასთან" ურთიერთობები ვერ დაალაგა და დღემდე ოპოზიციონერის სტატუსი აქვს. მაგრამ პარადოქსი ის არის, რომ 2019 წელს შეუერთდა ე.წ. "გაერთიანებულ ოპოზიციას", სადაც ბოკერია, უგულავა, ვაშაძე და ა.შ. ანუ სააკაშვილის დამნაშავე რეჟიმის პერსონები ერთიანდებოდნენ, რომლთა წინააღმდეგაც 2008 წლიდან "იბრძოდა". ე.ი. ბურჯანაძემ კიდევ ერთხელ დაანახა საზოგადოებას, რომ მას პრინციპები არ აქვს, ის მზად არის გაერთიანდეს ნებისმიერ პოლიტიკურ ძალასთან იმისათვის, რომ როგორმე ხელისუფლებაში მოვიდეს.

ბურჯანაძე "გაერთიანებულ ოპოზიციაში" ყოფნას იმით ხსნიდა, რომ ის სხვა გზას ვერ ხედავდა "ქართული ოცნება" აეძულებინა მიეღო დაპირებული კანონპროექტი პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, რომლის შემდეგაც მას პარლამენტში მოხვედრის შანსი ექნებოდა. მაგრამ, მას შემდეგ, რაც "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციას შორის აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეული იყო, ნინო ბურჯანაძე მაინც აგრძელებდა "ოპოზიციონერის" და სააკაშვილის სატელიტის გიგი უგულავას მხარდაჭერას, რასაც ადასტურებს ბურჯანაძის მიმართვა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან უგულავას შეწყალებასთან დაკავშირებით(იხ. ბმული), ანუ იმ ადამიანის გათავისუფლებას ითხოვდა, რომელსაც სააკაშვილის რეჟიმის დროს 50 მილიონის მითვისებაში დაუმტკიცდა ბრალი. აქ ალბათ უკვე ყველაფერი გასაგებია.

ასევე, უნდა გავიხსენოთ ბურჯანაძის განცხადება "დავით გარეჯის" საკითხთან დაკავშირებით. მისი თქმით 14 წლის წინ ანუ 2006 წელს ე.ი. სააკაშვილის მმართველობის დროს, აზერბაიჯანთან არანაირი შეთანხმება არ დადებულა და მიწების გადაცემის საკითხი დღის წესრიგში არ ყოფილა, ხოლო ეხლა ხელისუფლების მხრიდან ამ საკითხის გადაჭრას ანუ ტერიტორიების დაბრუნების პროცესს, სიბრიყვედ აფასებს. ფაქტიურად ის აქაც სააკაშვილის იმ დროინდელ ხელისუფლებას ამართლებს, რომელიც ცდილობდა "დავით გარეჯის" სამონასტრო კომპლექსის საკმაოდ დიდი ტერიტორია აზერბაიჯანისთვის გადაეცა, რაც გამოძიებით დასტურდება. ამასთან დაკავშირებით, დეტალურ ინფორმაციას გაეცნობით ნიკოლოზ მჟავანაძის სიუჟეტში, რომელიც ტელეკომპანია "ობიექტივის" ეთერში გავიდა(იხ. ბმული).

ეხლა კი გადავიდეთ კონკრეტულ ფაქტებზე, რომლის მიხედვითაც კარგად ვხედავთ, რომ ნინო ბურჯანაძე არჩევნების წინ ცრუ დაპირებებით ცდილობს ამომრჩეველი მოატყუოს და შეცდომაში შეიყვანოს. კონკრეტულად, ის ამბობს, რომ თუ გახდება პარლამენტის წევრი, იქედან გამომდინარე, რომ მას მოსკოვში მაღალ პოლიტიკურ წრეებთან კონტაქტები აქვს, მოახერხებს რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირებას და გადაჭრის აფხაზეთისა და სამაჩაბლოს პრობლემებს, რაც დიდი სიცრუეა და აი რატომ. მას შემდეგ, რაც ნინო ბურჯანაძემ 2020 წლის დასაწყისიდან დღემდე ნაბიჯები გადადგა, იგულისხმება ე.წ. "გაერთიანებულ ოპოზიციაში" "ნაციონალური მოძრაობის", "ევროპული საქართელოს" და სხვა სააკაშვილის სატელიტების პოლიტიკური ძალების გვერდით ყოფნა და მათი მხარდაჭრა (რაზეც სტატიის დასაწყისშია საუბარი), ამის შემდეგ, საეჭვოა, რომ ბურჯანაძე მოსკოვში პოლიტიკურ წრეებში ვინმემ სერიოზულად აღიქვას, რადგან მიხეილ სააკაშვილი და მისი სატელიტი პარტიები იქ განიხილება, როგორც რადიკალური და დესტრუქციული ძალა, რომელიც აფსოლუტურად მიუღებელია. მე კარგად ვიცი, როგორ აფასებენ მათ მოსკოვში, რადგან დიდი ხანია ვმონაწილეობ ქართულ-რუსული ურთიერთობების დარეგულირების პროცესში, არაერთ ღონისძიებაში მიმიღია მონაწილეობა სახალხო დიპლომატიის მიმართულებით მოსკოვსა და თბილისში, ამიტომ კარგად ვიცი რუსი პოლიტიკოსების პოზიცია, რომლებსაც ასევე ტელე-ეთერიდანაც არაერთხელ დაუფიქსირებიათ უარყოფითი დამოკიდებულება "ნაციონალურ მოძრაობასთან" და ზოგადად სააკაშვილისა და მის სატელიტებთან დაკავშირებით, რომლელთა დაცვასაც ცდილობს ნინო ბურჯანაძე. მაგალითად, გიგი უგულავას, რომლის შეწყალებასაც პრეზიდენტისგან ითხოვდა, ასევე, ბურჯანაძისგან გვახსოვს გიგა ბოკერიას მიმართ მხარდამჭერი განცხადებებიც(იხ. ბმული).

"საინფორმაციო სააგენტო პატრიოტთან" ინტერვიუში იგივეს ამტკიცებს "საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიის" ლიდერი თემურ ფიფია, რომელიც რამდენიმე ათეული წელია მუშაობს ქართულ-რუსული ურთიერთობების დარეგულირების მიმართულებით. ბევრ პოლიტიკოსს იცნობს მოსკოვში და კარგად იცის მათი აზრი ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. მისი თქმით, ბურჯანაძეს დღეს მოსკოვში სერიოზულად არავინ აღიქვავს და აქედან გამომდინარე, ის ცრუობს, როდესაც ხალხს პირდება, რომ რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების საკითხში, მითუმეტეს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს პრობლემების მოგვარებაში, მნიშვნელოვან როლს ითამაშებს: "ნინო ბურჯანაძე არის ის პოლიტიკოსი, რომელიც ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის მმართველობის დროს, როგორც მისი პარტიის "საქართველოს მოქალაქეთა კავშირის" ერთ-ერთი ლიდერი, მხარს უჭერდა პროამერიკულ კურსს, ანუ "ნატოსთან" დაახლოებას. შემდეგ ის გახდა ერთ-ერთი მთავარი მონაწილე ე.წ. "ვარდების რევოლუციისა", რომლის შედეგადაც საქართველოში მოვიდა მემარჯვენე, რეაქციული და პროამერიკული ძალა. ნინო ბურჯანაძე ის ფიგურაა, რომელმაც კრიტიკულ მომენტში მიხეილ სააკაშვილს დაეხმარა ხელისუფლების შენარჩუნებაში. და ამის ფონზე, ერთ მშვენიერ დღეს გამიღვიძა, დაუპირისპირდა სააკაშვილს და განავცახა, რომ რუსეთთან უნდა დავალაგოთ ურთიერთობები, უნდა ვიყოთ მეგობრები და ამავე დროს დასავლეთთანაც უნდა ვიყოთ მეგობრულ ურთიერთობებშიო. მაშინ მისი ეს ნაბიჯი რუსეთში დადებითად იქნა შეფასებული და რამდენიმე შეხვედრაც შედგა მოსკოვში უმაღლესი რანგის პოლიტიკოსებთან. მაგრამ შემდეგ ნინო ბურჯანაძემ გამოავლინა არასტაბილურობა და უპრინციპობა. მითუმეტეს, ბოლო დროს ის დაუბრუნდა მემარჯვენე, პროამერიკულ, რადიკალურად განწყობილ ანტი ქართულ და ანტი რუსულ ძალებს, კერძოდ, სააკასვილის სატელიტებს, რაც მე სრულიად არ მიკვირს.

როგორ ატყუებს ამომრჩეველს ნინო ბურჯანაძე? (ვიდეო)


ხოლო მისი საარჩევნო დაპირებები, რომ რუსეთთან ურთიერთობებს დაალაგებს, ეს სიცრუეა და ამომრჩევლის მოტყუებაა, რადგან მას დღეისათვის მოსკოვში სერიოზულად აღარ აღიქვავენ, რადგან ბევრჯერ შეიცვალა პოზიცია, არ არის სტაბილური და მითუმეტეს ის დადგა ბოკერიასა და უგულავას გვერდით. მე ვისაც ვიცნობ მოსკოვში, ვგულისხმობ სახელმწიფო დუმის და ფედერალური საბჭოს წარმომადგენლებს, ისინი ბურჯანაძეს დღეისათვის არ უყურებენ, როგორც სანდო ფიგურას და შესაბამისად, მასთან რაიმე მოლაპარაკება ორი ქვეყნის მნიშვნელოვან საკითხებზე არ ექნებათ. ხოლო ადრე თუ მართავდა ბურჯანაძე შეხვედრებს მოსკოვში, ამას ის მხოლოდ საკუთარი პიარისთვის აკეთებდა და აქ ხალხს ატყუებდა, რომ ვითომ ურთიერთობებს გამოასწორებს. დღეს კი ვიმეორებ, რომ მას მოსკოვში სერიოზულ ფიგურად აღარ აღიქვავენ. ქართველ ხალხმა კი უნდა იცოდეს ეს, რომ კიდევ ერთხელ არ მოტყუვდეს და არ დაიჯეროს ნინო ბურჯანაძის განცხადებების." - აცხადებს თემურ ფიფია.

ასევე, იგივე საკითხთან დაკავშირებით, გაეცანით ინტერვიუს ბლოკი "ჯონდი ბაღათურია - ქართული დასის" ლიდერთან დავით ოსეფაშვილთან და პარტია "ქართული იდეის" ლიდერთან გურამ ფალავანდიშვილთან:

скачать dle 11.0фильмы бесплатно
                 
  • დღეს
  • კითხვადი
Facebook
animals home questions