ბოლო დროს მსოფლიოში განვითარებული დაძაბული ვითარებისა და კონფლიქტების ფონზე, ჩვენი ქვეყნის საზოგადოებისთვის აუცილებელი გახდა ობიექტური ნფორმაციის მიღება, იმისათვის, რომ საქართველოს მოსახლეობა უცხოური მანიპულირების ზეგავლენისგან დაცული იყოს. მითუმეტეს მაშინ, როდესაც დესტრუქციული ძალები სულ უფრო ხშირად მოუწოდებენ ხალხს რუსეთთან კონფრონტაციისკენ. ზუსტად ამ თემასთან დაკავშირებით გთავაზობთ ინტერვიუს პოლიტიკური პარტია
„სოლიდარობა მშვიდობისთვის“ პოლიტსაბჭოს წევრთან,
გიორგი ირემაძესთან.
- ბატონო გიორგი, თქვენ რამდენიმე დღის წინ დაბრუნდით დონბასიდან, სადაც 10 წელზე მეტია საომარი მოქმედებები მიმდინარეობს და მოსახლეობა კონფლიქტის ზონაშია. რა იყო თქვენი ვიზიტის მიზანი და რა ინფორმაცია ჩამოიტანეთ იქედან?- დონბასში საქართველოდან ორი ადამიანი ვიყავით, ასევე სამი უცხოელი იყო ჩვენს დელეგაციაში. ამ რეგიონში 2014 წლის კონფლიქტის დაწყების შემდეგ პოლიტიკოსის სტატუსით მე ვიყავი პირველი და გარკვეულ პასუხისმგებლობას გვრძნობდი. ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში, ასევე, პრესკონფერენციაზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პოლიტიკური განცხადება გავაკეთე, თუმცა ამ საკითხზე დეტალურად მოგვიანებით მოგახსენებთ. ჩემი ვიზიტის მთავარი მიზანი იყო ადგილზე გავცნობოდი ვითარებას და შემდეგ საქართველოში პირველწყაროდან მიღებული, ობიექტური ინფორმაცია ჩამომეტანა და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის ამეხსნა დონბასში ასე ხანგრძლივად მიმდინარე კონფლიქტის მიზეზები.
ამ საკითხზე რუსულ მედიასთან და ასევე, ქართულ ტელემედიაში, „სოლიდარობის სტუდიის“ გადაცემაში ვრცლად ვისაუბრე, თუმცა თქვენთან ინტერვიუში საზგადოების ინტერესიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მოგახსენებთ, რომ მე დონბასში შევხვდი, როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე, ჩინოვნიკებს, უფლებადამცველებს და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს. მათ დაწვრილებით ამიხსნეს არსებული ვითარება. მოკლედ, ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, დონბასში კონფლიქტი დაიწყო არა 2022 წელს, არამედ 2014 წელს, როდესაც დასავლეთისგან წაქეზებულმა და შეიარაღებულმა „სისხლიანი მაიდნის“ წარმომადგენლებმა, ლეგიტიმურ ხელისუფლებას, პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს ულტიმატუმი წაუყენეს და მოთხოვეს ძალაუფლების გადაბარება, რაზეც სამოქალაქო ომის თავიდან აცილების მიზნით, იანუკოვიჩმა თანხმობა განაცხადა. ოღონთ ითხოვა, რომ ძალაუფლების გადაცემა ნახევარი წლის განმავლობაში ეტაპობრივად მომხდარიყო და ვადამდელი არჩევნების დანიშვნით დასრულებულიყო, კონსტიტუციით გათვალისწინებული პროცედურის სრული დაცვით. მაიდანის წარმომადგენლებმა პარალელურად მოითხოვეს „ბერკუტს“ დედაქალაქი დაეტოვებინა, ანუ კიევი პოლიციისა და სპეცრაზმისგან უნდა დაცლილიყო და მობილიზებული ძალოვნები, რომლებიც ხელისუფლებას სისხლიანი გადატრიალებისგან იცავდნენ, რეგიონებში უნდა დაბრუნებულიყვნენ. იანუკოვიჩი რატომღაც ამაზეც დათანხმდა, იმ იმდეით, რომ დასავლეთი, კონკრეტულად ამერიკელები ამით დაკმაყოფილდებოდნენ და მათ მიერ კონკტოლირებად შეიარაღებულ ბანდებს არ მიცემდნენ საშვალებას სამთავრობო შენობები დაეკავებინათ. თუმცა ეს ასე არ მოხდა, იმ ღამესვე იანუკოვიჩზე თავდასხმის მცდელობა იყო, ის გაიქცა, რასაც მოყვა კიევში სახელმწიფო გადატრიელაბა და ხელისუფლების უკანონოდ მიტაცება.
- ანუ თქვენ ამბობ, რომ ვაშინგტონის პირდაპირი ჩარევით მოხდა „სისხლიანი მაიდანი“ და შემდგომი კონფლიქტიც ამას უკავშირდება?- დიახ, ზუსტად ასეა. როდესაც უკრაინის რეგიონებში, გაიგეს სახელმწიფო გადატრიელების შესახებ, ბუნებრივია უარყოფითი რეაქცია ექნებოდათ. უკმაყოფილების ჩასახშობათ კი ამერიკელებმა კიევის ხუნტის მიერ დაქვემდებარებული შეიარაღებული ნაც-ბანდიტები რეგიონებს შეუსიეს, რომ ახალი მთავრობის ხისტი პოლიტიკა, უფრო სწორად დიქტატურა, მაქსიმალურად გავრცელებულიყო უკრაინის ყველა რეგიონში, მათ შორის დონბასშიც, სადაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ სცადა ავტონომიის შეთავაზება, რომ რუსული ენა ხელშეუხებელი ყოფილიყო და ნაწილობრივ მაინც გარკვეულ საკითხებში დამოუკიდებლად მიეღოთ გადაწყვეტილება, რითაც თავს დაიცავდნენ დიქტატურისგან. რასაც კიევის მხრიდან მოყვა სადამსჯელო რაზმების გაგზავნა აღმოსავლეთ რეგიონებში. ზუსტად იმ დროს, ქალაქ ოდესაში მოხდა საზარელი შემთხვევა, მოსახლეობის პირდაპირი ტერორი, მათი დაშინების მიზნით. კონკრეტულად, პროფკავშირების შენობაში, სადაც წინასწარ მომზადებული იყო ბენზინი და აალებადი ნივთიერება, ძალით შეიყვანეს რამდენიმე ათეული ადამიანი, შემდეგ კი „მოლოტოვის კოქტეილები“ და ხელწყუმბარები ისროლეს შენობაში, რასაც მოყვა 45 ადამიანის მიზანმიმართული ლიკვიდაცია. ამ ტერორის მსხვერპლი, მათ შორის ალექსეი ალბუც იყო, რომლიც სულ შემთხვევით გადარჩა, ის ჩვენი დელეგაციის ხელმძღვანელი იყო და დეტალურად მოგვიყვვა მომხდარის შესახებ.
- ეს გაუგონარი ტერორია. საინტერესოა, მოყვა თუ არა დასავლეთის მხრიდან ამ ფაქტის დაგმობა? - არავითარი არსებითი ქმედება დასავლეთის მხრიდან არ მოყოფია, რომლითაც ისინი შეაჩერებდნენ კიევის მიერ ოდესის და ასევე, აღმოსავლეთის რეგიონების მოსახლეობის ტერორს. ამის შემდეგ, დონბასის მოსახლეობა იმდენად შეშფოთდა, რომ კიევის ფაშისტური ხუნტისგან თავის დაცვის მიზნით, მიიღეს გადაწყვეტილება ჩაეტარებინათ რეფერენდუმი და დამოუკიდებლობა გამოეცადებინათ, რის შემდეგაც შეიქმნა დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები. ამას მოყვა კიევის მხრიდან სამხედრო მანქანის ამოქმედება, რომ დონბასის მოსახლეობა დაემორჩილებინა. 2014 წლიდან 2017 წლამდე, ამ რეგიონში სხვადასხვა მონაცემებით 30 000-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობა დაიღუპა. კიევის მხრიდან დაბომბვებს ბავშვები, ქალები, მოხუცები და ადგილობრივი მოხალისე მეომრები(Народное ополчение Донбасса) ეწირებოდნენ. ისინი საკუთარ ოჯახებს და საკუთარ მამულს იცავდნენ, ანუ მათთვის ეს სამამულო ომი იყო. ჩვენ ამ მოვლენებთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ტრაგიკული ისტორია მოვისმინეთ უფლებადამცველ ანა სოროკასგან და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ვლადისლავ დაინეკოსგან. ასევე, ადგილობრივი მოსახლეობასთან შეხვედრისას შემზარავი ისტორიები მოვისმინეთ, თუ როგორ უსწორდებოდნენ და ატერორებდნენ ადამიანებს, ზუსტად ისე, როგორც დიდი სამამულო ომის დროს, მაშინდელი „კოლექტიური დასავლეთის“ ხელით ფაშისტები ხოცავდნენ საბჭოთა კავშირის მშვიდობიან მოსახლეობას.
- საქართველოში მეინსტრიმული ლიბერალური მედიის მხრიდან მსგავსი ინფორმაცია აბსოლუტურად დაბლოკილია. საინტერესოა რა მოხდა 2022 წელს, როდესაც დაიწყო სამხედრო მოქმედებები რუსეთსა და უკრაინას შორის?- 2014 ლის სექტემბერში შედგა „მინსკის შეთანხმება“, რომელსაც ხელს აწერდნენ უკრაინის, რუსეთის და ევროპის ქვეყნების წარმომადგენლები, და რომლის მიხედვითაც დაუყოვნებლივ უნდა შეწყვეტილიყო ცეცხლი. თუმცა, კიევის მხრიდან მომდევნო 8 წლის განმავლობაში „მინსკის შეთანხმება“ რეგულარულად ირღვეოდა და ჯერ პოროშენკოს, შემდეგ კი ზელენსკის ბრძანებით რეგულარულად იბომბებოდა დონბასის ქალაქები. ეს მუდმივად ვერ გაგრძელდებოდა, მითუმეტეს კიევი ბოლო წლებში დასავლეთის მხრიდან იარაღდებოდა და ემზადებოდა მასშტაბური შეტევისთვის, რომ აღმოსავლეთის რეგიონებში დიქტატი დაემყარებინა, ადგილობრივი მოსახლეობა გაექცია და დონბასში არსებული რესურსი, მათ შორის წიაღისეული გადაეცა საერთაშორისო კორპორაციებისთვის, რომებსაც უკვე „ნაყიდი“ და განაწილებული ქონდათ აღნიშნული რესურსები. ზუსტად ამის გამო პოლიტიკური მუმია ჯო ბაიდენი ასე აქტიურად უჭერს მხარს ზელენსკის. ასევე, ამერიკელების მიზანი იყო, რომ დონბასის დამორჩილების შემდეგ, უკრაინა „ნატო“-ში მიეღოთ, განეთავსებინათ იქ სარაკეტო კომპლექსები, რომელიც რუსეთისთვის ეგზისტენციალური საფრთხეა. 2021 წლის დეკემბრიდან რუსეთის უმაღლესი რანგის პოლიტიკოსები, საგარეო საქმეთა სამინისტროს წამომადგენლები ორი თვის განმავლობაში ცდილობდნენ ვაშინგტონისა და კიევის მილიტარისტული გეგმები შეეჩერებინათ მოლაპარაკებებით. თუმცა, სამწუხაროდ ეს ვერ მოხერხდა, ამერიკელებს უკვე გადაწყვეტილი ქონდათ ყველაფერი. 2022 წლის დასაწყისში ზელენსკიმ გააკეთა განცხადება, რომელიც ფაქტიურად მიანიშნებდა, რომ დონბასის წინააღმდეგ მასიური სამხედრო შეტევა მოხდებოდა და თებერვალში მართლაც დაიწყეს დონეცკის, ლუგანსკის და სხვა ქალაქების მასობრივი დაბომბვა, რასაც მშვიდობიანი მოსახლეობა ყოველდღიურად ეწირებოდა. დაბომბვის ობიექტი რუსეთის ტერიტორია, კონკრეტულად როსტოვის ოლქიც იყო. ამის შემდეგ, რუსეთის ფედერაციას სრული ლეგიტიმაცია ქონდა კიევის აგრესიისთვის ეპასუხა და 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთმა დაიწყო სამხედრო ოპერაცია, რომლის მთავარი მიზანი უკრაინის დენაციფიკაცია და დემილიტარიზაციაა.
- ეს ყველაფერი გასაგებია, დონბასის მოსახლეობა ფაქტიურად საკუთარ მიწას იცავს, რუსეთი კი საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებას, თუმცა დასავლეთი მთელს მსოფლიოსი ავრცელებს სულ სხვა ინფორმაციას, რაც ძალიან გავს დეზინფორმაციას. დღეისათვის რა სიტუაციაა? თქვენი აზრით, როდის დასრულდება ეს კონფლიქტი?- კონფლიქტის დასრულების რამდენიმე მცდელობა იყო, მათ შორის კიევის მხრიდანაც 2022 წელს, სტამბულში შეთანხმებასაც კი მოეწერა ხელი, თუმცა მაშინ ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა პირდაპირ მოთხოვა კიევს, რომ სამხედრო მოქმედებები გაეგრძელებინა. ამის შესახებ ღიად განაცხადეს კიევში. თუმცა არც დასავლეთს, არც კიევს სამხედრო მოქმედებებისთვის ძალა აღარ ყოფნით. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დასავლეთს სამშვიდობო გეგმა შესთავაზა, რომლის მიხედვითაც კიევმა ჯარები უნდა გაიყვანოს იმ ოთხო ოლქიდან, რომლებიც საკუთარი ნებით, შესაბამისი რეფერენდუმის ჩატარების შემდეგ, რუსეთის შემადგენლობაში შევიდნენ. ამის შემდეგ, კიევი ვალდებული უნდა იყოს უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელოს დენაციფიკაცია და დემილიტარიზაცია, ასევე, უარი თქვას „ნატო“-ში გაწევრიანებაზე. მე ვფიქრობ ეს დღეისათვის ოპტიმალური გამოსავალია, რომ სამხედრო მოქმედებები დასრულდეს და ცეცხლი შეწყდეს. ამიტომ, მე დონბასში ყოფნისას გავაკეთე პოლიტიკური განცხადება, რომ დასავლეთმა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებმა პატივი უნდა სცენ დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის მოსახლეობის არჩევანს, რომლებმაც საერთაშორისო ნორმაბის სრული დაცვით, ჩაატარეს რეფერენდუმი და შეუერთდნენ რუსეთის ფედერაციას. დღეისათვის რუსული არმიის მიერ ოთხივე რეგიონის უმეტესი ტერიტორია გათავისუფლებულია კიევის სამხედრო ფაშისტური დაჯგუფებებისგან. დონბასის ქალაქებში მასობრივი მშენებლობა მიდის და ხალხი ბრუნდება საკუთარ სახლებში. ეს იმის მაჩვენებელია ვის რა გეგმები აქვს რეგიონში.
მკითხველი, როდესაც ამ განცხადებას წაიკითხავს, შესაძლოა გაუჩნდეს კითხვა და რეფერენდუმის საკითხთან დაკავსირებით გაავლოს პარალელი, ერთის მხრივ, აღნიშნულ რეგიონებსა, და მეორეს მხრივ, სოხუმსა და ცხინვალთან დაკავშირებით. პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ არავითარი პარალელის გავლება და შედარება არაა მიზანშეწონილი, რადგან ზემოთ აღნიშნულ რეგიონებში აბსლუტურად სხვა ვითარება იყო. დონეცკი, ლუგანსკი, ზაპოროჟიე და ხერსონი, კიდევ ვიმეროებ, ათი წლის განმავლობაში კიევის მხრიდან ტერირის ქვეშ იყვნენ და არნიშნულ რეგიონებს აბსოლუტური უფლება ქონდათ მოქცეულიყნენ ისე, როგორც მოიქცნენ. ეს დონბასს მოუტანს მშვიდობას და განვითარებას.
მე დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში საქართველო იქნება ერთიანი, ძლიერი და ჩვენი ყველა მოქალაქის უფლება დაცული იქნება. მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. რუსეთის პოზიცია ამასთან დაკავსირებით ცნობილია და არაერთხელ გაჟღერდა, რომ მოსკოვი მიესალმება დიალოგს თბილისსა, სოხუმსა და ცხინვალს შორის, და რა გადაწყვეტილებაც მათ მიერ იქნება მიღებული, ეს ყველასათვის მისაღები იქნება. ანუ აქ ყველაფერი გასაგებია და ჩემის აზრით, სრულიად მისაღებია. საქართველოს ხელისუფლებამ დიპლომატიური ურთიერთბები უნდა აღადგინოს რუსეთთან, შეუერთდეს სადისკუსიო „3+3“ ფორმატს, უნდა გაუქმდეს „ჟენევის ფორმატი“, სადაც დასავლეთი ხელს გვიშლის მოლაპარაკებებში. დიალოგი უნდა გაგრძელდეს „მინსკის ფორმატში“, სადაც თბილისის, მოსკოვის, სოხუმის და ცხინვალის წარმომადგენლები განიხილავენ ყველა პრობლემატურ საკითხს და დარწმუნებული ვარ მიღწეული იქნება შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, ყველა მხარის ინტერესები იქნება გათვალისწინებული. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება უახლოეს მომავალში დაიწყებს პროცედურას რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენასთან დაკავშირებით. ამავე დროს, საქართველოს კონსტიტუციაში უნდა გაუქმდეს „ნატო“-ში და ევროკავშირში ინტერგაციის მუხლები, ეს ჩვენი ხალხის ინტერესებში არ არის და სამომავლოდ, ამ ყველაფრის შემდეგ, აუცილებლად უნდა აღდგეს სამოკავშირეო ურთიერთობები რუსეთთან. როდეასც ვამბობ „უნდა აღდგეს“, ვგულისხმობ, რომ საქართველოს ისტორიაში მხოლოდ ერთი მოკავშირე ყავდა, ეს რუსეთია და მასთან მოკავშირეობით, საქართველო გაძლიერდება, როგორც უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკის მიმართულებით.“ - განაცხადა
გიორგი ირემაძემ.
скачать dle 11.0фильмы бесплатно