Coloring Pages Reddit Video Downloader
 

ეგვიპტე და დღევანდელი მსოფლიო...შეიცვალა სახელმწიფოს მართვის სისტემა?...

ეგვიპტე და დღევანდელი მსოფლიო...შეიცვალა სახელმწიფოს მართვის სისტემა?...

თუ დავაკვირდებით დღევანდელი მსოფლიოს სახელმწიფო მართვის სისტემას,ანტიკური დროიდან დღევანდელობამდე სისტემის არსი არ შეცვლილა...უბრალოდ ტექნოლოგიები დაიხვეწა,ხოლო ადამიანების 98% კვლავ მონურად ემსახურება 2%-ს ანუ "ელიტას"...

ვისაც არ ჯერა,გავიხსენოთ თუნდაც ეგვიპტის ისტორია და შევადაროთ დღევანდელ სიტუაციას:

" - შეხედეთ - მიმართა ფარაონმა ქურუმებს - ქვემოთ მონების რიგები ჩანს, რომლებიც ჯაჭვებით არიან ერთმანეთზე გადაბმული და ქვებს ეზიდებიან. მათ უამრავი ჯარისკაცი იცავს. რაც უფრო მეტია მონა, მით უფრო ძლიერია სახელმწიფო,აი ასე ვთვლიდით ჩვენ ყოველთვის, მაგრამ რაც უფრო მეტია მონა მით უფრო დიდია მათი აჯანყების შანსი...

სწორედ ამიტომ გვიწევს ყოველ ჯერზე ჯარისკაცების რაოდენობის გაზრდა. ჩვენ იძულებულნი ვართ კარგად გამოვკვებოთ ისინი, რადგან მშივრები ვერ შეძლებენ ასეთი მძიმე სამუშაოს შესრულებას. მიუხედავად ყველაფრისა ისინი მაინც ზარმაცები არიან და დროდადრო ჯანყდებიან. შეხედეთ როგორ ნელა მოძრაობენ, ჩერდებიან სანამ ჯარისკაცები არ დაარტყამენ მათრახს. ყველაზე ჯანმრთელები და ძლიერებიც კი ძლივს მიათრევენ ფეხებს. მაგრამ ისინი მალე ძალიან სწრაფად იმოძრავებენ და არც ჯარისკაცები დაგვჭირდება მათ შესაკავებლად.

ეგვიპტე და დღევანდელი მსოფლიო...შეიცვალა სახელმწიფოს მართვის სისტემა?...

დღეს მზის ჩასვლამდე ყველა შეკრიბეთ და გამოუცხადეთ: "თქვენ ამიერიდან თავისუფლები ხართ. დღეიდან ყველა თავისუფალი ადამიანი, ქალაქში მოტანილ ყოველ სამშენებლო ქვაზე ერთ მონეტას მიიღებს. მონეტების გადაცვლა შეგეძლებათ ტანსაცმელში, საჭმელში, საცხოვრებელში და შეძლებთ გამდიდრებას. თქვენ ამიერიდან აღარ ხართ მონები".

მეორე დღეს ფარაონმა ქურუმები კვლავ შეკრიბა მაღლობზე. ნანახმა ქურუმები ძალიან გააოცა. ყოფილი მონები გამალებული ეზიდებოდნენ ქვებს, ყველაზე სუსტებიც კი ცდილობდნენ სწრაფად სიარულს, რომ დაღამებამდე რაც შეიძლება მეტი ქვა მიეტანათ მშენებლობის ადგილზე. ზოგს ორი ქვა მოჰქონდა და სიმძიმისგან ძლივს მიათრევდა ფეხებს, მაგრამ მაინც განაგრძობდა სიარულს. ჯარისკაცებიც კი ნებაყოფლობით ამუშავდნენ და ისინიც ყოფილ მონებთან ერთად ეზიდებოდნენ ქვებს. მონებმა, რომლებმაც თავი თავისუფლად ჩათვალეს გამალებით დაიწყეს მუშაობა, რადგან ირწმუნეს რომ ამის წყალობით გამდიდრდებოდნენ.

ეგვიპტე და დღევანდელი მსოფლიო...შეიცვალა სახელმწიფოს მართვის სისტემა?...

გავიდა რამდენიმე თვე და ყოფილმა მონებმა გაერთიანება დაიწყეს. ისინი ჯგუფებად მუშაობდნენ, გამოიგონეს ხელსაწყოები, რისი წყალობითაც უფრო მეტ ქვას ეზიდებოდნენ.

- ისინი მალე უკეთეს ხელსაწყოებს გამოიგონებენ - კმაყოფილად ჩაიცინა ფარაონმა - აი უკვე მათ რიგებში შიდა მომსახურებაც კი გამოჩნდა, ზოგი წყალს ყიდის, ზოგიც საჭმელს. მალე ლიდერებს და მოსამართლეებსაც აირჩევენ. დაე აირჩიონ, ისინი თვლიან რომ თავისუფლები არიან, მაგრამ სინამდვილეში ხომ არაფერი შეცვლილა, ქვებს ხომ ისევ ეზიდებიან?!..."


მცდარია ის მცნება,რომ ისტორია ჭკუას გვასწავლის...არა,ისტორია გვსჯის იმისათვის,რომ ერთიდაიგივე შეცდომებს ვიმეორებთ...

უცნობი ავტორი
скачать dle 11.0фильмы бесплатно
                 
  • დღეს
  • კითხვადი
Facebook
animals home questions