Coloring Pages Reddit Video Downloader
 

გიორგი ირემაძე: კოლექტიური დასავლეთი დამარცხდა და NATO-ს წევრი ქვეყნები კაპიტულაციისთვის ემზადებიან

გიორგი ირემაძე: კოლექტიური დასავლეთი დამარცხდა და NATO-ს წევრი ქვეყნები კაპიტულაციისთვის ემზადებიან


ბოლო რამდენიმე წელია ჩვენს რეგიონში და ზოგადად მსოფლიოში ვითარება უკიდურესაც დაძაბულია, ეკონომიკური კრიზისები და კონფლიქტები გამწვავდა. განსაკუთრებით ეს შეინიშნება ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დაწყების შემდეგ. ამ საკითხებთან დაკავშირებით, ინტერვიუს სახით ვესაუბრეთ პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრ გიორგი ირემაძესთან.

- თქვენი აზრით, რეგიონში გაუთავებელი ომები და ეკონომიკური კრიზისების რეალური მიზეზი რა არის?

- ამ კითხვაზე, რომ გიპასუხოთ, დეტალურად უნდა გავაანალიზოთ მიმდინარე პროცესები. მთავარი მიზეზი ამ კონფლიქტებისა, რომელიც არამხოლოდ ჩვენს რეგიონში, არამედ მსოფლიოში ბოლო რამდენიმე ათეული წელია ვადევნებთ თვალს, არის ის, რომ ძველი პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემა აღარ მუშაობს, ანუ დივიდენდები აღარ მოაქვს მათთვის, ვინც მაგალითად 1944 წელს მსოფლიო ეკონომიკის მართვისთვის დააფუძნა „ბრეიტონ ვუდის“ ანუ დოლარის სისტემა, რომლის მეშვეობითაც ანგლო-საქსები და მათი კორპორაციები ძარცვავენ მსოფლიოს. ანუ 80 წელზე მეტია დოლარი მთელი რიგი ქვეყნებისთვის სარეზერვო და საინვესტიციო ვალუტაა და მასზეა დამოკიდებული ადგილობრივი ვალუტები. ვაშინგტონი ცდილობს ამ სქემით აკონტროლოს უმეტესი ქვეყნების, მითუმეტეს სუსტი ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკა, ხოლო მიზანი ფინანსური მოგების მიღებაა.

აღნიშნული ეკონომიკური სისტემა კაპიტალიზმის ნაწილია, რომელიც ვითარდება მხოლოდ იმ პირობებში თუ ხდება კაპიტალის გაფართოება, ანუ ბენეფიციარების მხრიდან ახალი რესურსების ათვისება, მაგალითად, სხვა უფრო მცირე ქვეყნების დაბყრობისა და დამორჩილების გზით, ფერადი რევოლუციებით და ა.შ. იქედან გამომდინარე, რომ მსოფლიოში რესურსები ამოწურვადია და არა უსასრულო, კაპიტალიზმიც, როგორც პარაზიტული წარმონაქმნი ჩიხში შევიდა. რესურსების დეფიციტიდან გამომდინარე ეკონომიკური კრიზისები სულ უფრო მეტად ძლიერდება და საჭიროებს გადატვირთვას, ანუ ახალი პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემის შექმნას, რომელიც ხალხის მოთხოვნის საფუძველზე იქნება სოციალური თვალსაზრისით სამართლიანი და არა მძარცველური, როგორც დღეს არის.

- მაგალითად, უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში სამხედრო დაპირისპირება ამას უკავშირდება?

- დიახ, ასეა და თუ უფრო ჩავუღრმავდებით ამ საკითხს, უნდა ითქვას, რომ ნებისმიერი კონფლიქტი ძირითადად უკავშირდება ეკონომიკურ პრობლემებს. მაგალითად, როდესაც დოლარის სისტემის რღვევის პროცესი დაიწყო, ანუ 1960-იან წლებს ვგულისმხობ, მაშინ ყველა მიხვდა, რომ ეს ვალუტა არ იყო ოქროთი გამყარებული, როგორც ოფიციალურად ცხადდებოდა. საფრანგეთის იმ დროინდელი პრეზიდენტის დე გოლის დემარში ამაზე მეტყველებს, როდესაც მან დოლარით დატვირთული გემი გააგზავნა აშშ-ში და სანაცვლოდ ოქროზე გადაცვლა მოითხოვა, რაზეც უარი მიიღო.

ამას მოყვა ის, რომ 1971 წელს აშშ-მ „ოქროს სტანდარტი“ გააუქმა, ანუ დოლარი აღარ იყო მიბმული ოქროზე და ვაშინგტონმა ფაქტიურად უარი თავა დოლართან დაკავშირებით ვალდებულების შესრულებაზე,იმისათვის, რომ დე გოლის მსგავსად სხვა ქვეყნებსაც არ მოეთხოვათ დოლარის სანაცვლოდ ოქრო, ანუ დეფოლტი გამოაცხადეს და ამას მოყვა დოლარის უსასრულო ემისია - ბეჭდვა და საბანკო სისტემის გამდიდრება, უბრალო ხალხის ხარჯზე - ანუ ისინი ბეჭდავდნენ ფარატინა ქარალდს, რომლითაც სხვა ქვეყნების მიერ წარმოებულ რესურსებს ყიდულობდნენ.

ეს ხდება დღესაც სხვადასხვა სქემებით, მათ შორის, კონკრეტული ქვეყნის მიერ დოლარის დიდი რაოდენობით ყიდვა სავალუტო რეზერვების გაზრდის მიზნით. ამიტომ, დასავლეთის ქვეყნებში ინფლაცია ჩვეულებრივი მოვლენა გახდა, 1971 წლიდან დღემდე დოლარი დაახლოებით 70-ჯერ გაუფასურდა, ამან სხვა ვალუტებზეც იმოქმედა, ვალუტების გაუფასურებას შესაბამისად ეკონომიკური კრიზისების ტალღა ახლდა თან. უნდა აღინიშნოს, რომ საბჭოთა კავშირი დოლარის სისტემიდან 1950 წელს იოსებ სტალინის ინიციატივით გამოვიდა და ზუსტად ამიტომ, არავითარი ინფლაცია და არც კრიზისი იქ არ იყო.

1980-ან წლებში აშშ-ში პირველი ძლიერი ეკონომიკური კრიზისი დაიწყო. მათ კრიზისის გადასალახად გადაწყვიტეს საბჭოთა კავშირის დაშლა და მისი რესურსების მითვისება, რომ კიდევ გარკვეული დრო გაეხანგრძლიებინათ ვაშინგტონის ჰეგემონია და „ფედერალური სარეზერვო სისტემაში“ შემავალი საბანკო კორპორაციების დონიმირება. მათ მოახერხეს საბჭოთა პოლიტიკური ელიტის გადაბირება და ეტაპობრივად ამ ზესახელმწიფოს დასუსტება, რაც 90-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა კავშირის დაშლა მოყვა. ამის დასტურად იმ ფაქტიც კმარა, რომ იმ დროინდელმა აშშ-ს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა უფროსმა კონგრესში გამოსვლსას განაცხადა, რომ ამერიკელებმა „ცივი ომი“ მოიგეს და დამარცხებული მხარე, სსრკ დაშალეს - ანუ მე იმის თქმა მინდა, რომ ეს ზესახელმწიფო დაიშალა გარე ჩარევით და არა ქვეყნის შიგნით არსებული კრიზისით, რასაც ზოგიერთი ლიბერალი ამტკიცებს. მაშინ საბჭოთა ქვეყნებიდან დაახლოებით 15 ტრილიონი დოლარის ექვივალენტი რესურსი: ურანი, ძვირფასი მეტალები და ყველაფერი რისი გატანაც შეიძლებოდა გაიტანეს, ანუ ეს იყო მეოცე საუკუნის ყველაზე დიდი ძარცვა.

კოლექტიურმა დასავლეთმა ამ ძარცვით საკუთარი პარაზიტული არსებობა გარკვეული დროით გაიხანგრძლივა, მაგრამ მახინჯი კაპიტალისტური სისტემა იგივე დარჩა და არც კრიზისის მიზეზი აღმოფხვრილა, რაც ამ ქვეყნების საგარეო ვალზე და ფინანსურ ვითარებაზე აისახება. მათ უნდათ საბჭოთა მაგალითი გაიმეორონ, რუსეთი დაასუსტონ და რესურსები მიითვისონ, მაგრამ ამას ვერ ახერხებენ, ეშინიათ ომი გამოუცხადონ ბირთვულ ზესახელმწიფოს და ვერც პოლიტიკური ელიტა გადაიბირეს. ამიტომ, დაიწყეს ჰიბრიდული ომი, მათ შორის, სხვა ქვეყნების გამოყენება რუსეთის წინააღმდეგ, ანუ „პროქსი ომების“ ტაქტიკა აამუშავეს.

2008 წელს კოლექტიურმა დასავლეთმა რუსეთის წინააღმდეგ საქართველო გამოიყენა, მაგრამ ვაშინგტონისთვის ეს სამხედრო ავანტიურა მარცხით დასრულდა. სწორედ ამიტომ, 2013-2014 წლებში, ამერიკელებმა მოაწყვეს სისხლიანი მაიდანი კიევში, ხელისუფლებაში მოიყვანეს ფაშისტური რეჟიმი და რუსეთის წინააღმდეგ მიმართეს. 2022 წელს კიევმა დაარღვია მინსკის შეთანხმებები და დაიწყო დონბასის დაბომბვა, ასევე, როსტოვის ოლქიც იბომბებოდა, რაც რუსეთისთვის ომის გამოცხადებას ნიშნავდა. მოსკოვი იძულებული გახდა დაეწყო სპეციალური სამხედრო ოპერაცია, რომ შეეჩერებინა აგრესია, დაეცვა დონბასის მოსახლეობა და მთლიანად ადგილობრივი მოსახლეობა, რომლებმაც რუსეთს დახმარება სთხოვეს. ამის შემდეგ, ყველა საერთაშორისო ნორმის დაცვით, მოსახლეობამ ჩაატარა რეფერენდუმი და ეს რეგიონები დაუბრუნდნენ თავიანთ ისტორიულ სამშობლოს, რუსეთს. შედეგად, დღეისათვის უკრაინის ფრონტზე ევროატლანტიკური ბლოკი, ანუ 50 ქვეყანაზე მეტი, ვინც უკრაინას პირდაპირ თუ ირიბად ეხმარება და მასთან ერთად იბრძვის, ისინი მარცხდებიან. ხოლო რუსეთი პრაქტიკულად ყველა პარამეტრით ჯაბნის მოწინააღმდეგეს და ეს კონფლიქტი მისი გამარჯვებით დასრულდება, ვფიქრობ წლის ბოლომდე მოხდება ეს.

ასევე, ირანშიც იგივე სცენარი გათამაშდა, იმ განსხვავებით, რომ ეს არაა ბირთვული ქვეყანა, ამიტომ ამერიკელებს ეგონათ პირდაპირი ინტერვენციით შეძლებდნენ ირანის დამორჩილებას და მისი რესურსების მითვისებას. მაგრამ უშედეგოდ, ანუ ანგლო-საქსებმა ვერ მოახერხეს მანიპულაციებით, ფერადი რევოლუციებით და კონფლიქტებით ეკონომიკური კრიზისის გადალახვა. ისინი ჩიხში არიან.

- 7-8 ივლისს ანკარაში იგეგმება მორიგი „ნატოს“ სამიტი. მოყვება თუ არა ამას რეგიონში კონფლიქტების ესკალაცია?

- ბევრი ლიბერალი სამხედრო ექსპერტი თუ დაქირავებული პროდასავლელი პოლიტოლოგი ამტკიცებს და მათი ბოლო იმედი აღნიშნული „ნატოს“ სამიტია, სადაც ვითომდა რაღაც სასწაული უნდა მოახდინონ და სიტუაცია შემოატრიალონ, მაგრამ ეს უბრალოდ მათი ილუზიაა და სხვა არაფერი. აშშ-ც და ევროპის ქვეყნებმა კიევის ხუნტის მომარაგებით, შემდეგ ახლო აღმოსავლეთში პრაქტიკულად სამხედრო მარაგი ამოწურეს, მათ შორის რაკეტები, საარტილერიო ჭურდვები, მოიერიშე თვითმფრინავები და ანტისარაკეტო სისტემები, ანუ მათი სამხედრო პოტენციალი აღარ არის ბრძოლისუნარიანი.

ამიტომ, ევროატლატიკური ბლოკი ყველა ფრონტზე განიცდის მარცხს. კიდევ ვიმეორებ, როდესაც რუსეთის წინააღმდეგ ვერაფერი მოახერხეს, დაიწყეს კონფლიქტი ირანთან და სულ ახლახანს გაფორმებული 14 პუნქტიანი შეთანხმება, რომელზეც დონალდ ტრამპმაც მოაწერა ხელი, გულისხმობს 300 მილიარდი დოლარის გადაცემას ირანისთვის, რაც პრაქტიკულად რეპარაციაა, რომელსაც საერთაშორისო სამართალის მიხედვით, დამარცხებული მხარის მიერ გამარჯვებული ქვეყნებისთვის მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურებაა.

ანუ ყოფილმა ჰეგემონმა, ვაშინგტონმა კაპიტულაცია გამოაცხადა. ხოლო აშშ-ს, რომელსაც ევროპიდან ეტაპობრივად გაყავს სამხედრო კონტინგენტი, მის გარეშე ევროპის ქვეყნები რუსეთთან დაპირისპირებას ვერ გაბედავენ. მე ვფიქრობ იგივე მოხდება უკრაინის კონფლიქტის დასრულებისა და რუსეთის გამარჯვების შემდეგ, ანუ კოლექტიური დასავლეთი იძულებული იქნება რეპარაციის სახით რუსეთს აუნაზღაუროს მატერიალური ზიანი.

- ალბათ ამის ერთ-ერთი მიზეზი დასავლეთის ეკონომიკური დასუსტებაც უნდა იყოს?

დიახ, მეორეს მხრივ, აშშ, ბრიტანეთი და ევროკავშირი იმდენად არიან ეკონომიკურ კრიზისში ჩაფლული, ყველაზე კარგ სიტუაციაში, ალბათ სულ ცოტა 10 წელი დაჭირდებათ საგარეო ვალის გასტუმრება და მოძველებული საწარმოო სექტორის ომპიმიზაცია მოახერხონ, რომ რეცესიიდან გამოვიდნენ. ტრამპი ძალიან ურთულეს სიტუაციაშია, სენატისგან და კონგრესისგან სამხერო ხარჯებისთვის 90 მილიარდს ელოდება, რომ ახლო აღმოსავლეთიდან არ გამოექცეს არმია, მაგრამ ორ კვირაში ამერიკის პარლამენტი შვებულებაში გადის და სექტებმრამდე მისთვის არავის ეცლება. სექტემბერში კი პარლამენტი წლის ბიუჟეტის განხილვით იქნება დაკავებული, და რაც უფრო დიდი პრობლემაა აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის, ნოემბერში სენატის და კონგრესის არჩევნებია, სადაც „რესპუბლიკელებს“ 0,1%-იც კი არ აქვთ შანსი გამარჯვებისთვის, ანუ როგორც მოსალოდნელია, ორივე პალატაში დემოკრატებს ექნებათ უმრავლესობა. ამიტომ, დიდი ალბათობით, დონალდ ტრამპი არჩევნების შემდეგ ან საკუთარი ნებით დატოვებს პრეზიდენტის პოსტს, ან მას პარლამენტი იმპიჩმენტის წესით გადააყენებს სამხედრო ავანტიურებში აშშ-ს ჩათრევისა და ქვეყნისთვის მიყენებული დიდი ზარალის გამო.

ევროპის ქვეყნებში უარესი სიტუაციაა, თუცა ამის განხილვაზე აღარ დავკარგავ დროს, ისედაც ყველაფერი ცხადია. ამიტომ, თუ ამერიკელებს ოდნავ მაინც შერჩათ რეალობის ლოგიკური და ადეკვატური აღქმა, წესით „ნატოს“ სამიტზე უნდა განიხილონ კაპიტულაციის პირობები, და არა კონფლიქტის ესკალაცია.

აქვე უნდა ვთქვა, რომ ყველა პარამეტრებით და პროგნოზებით, შემოდგომით მსოფლიოში მოსალოდნელია მასშტაბური ეკონომიკური კრიზისი, ანუ რაზეც ზემოთ ვისაუბრე, და რომელიც დასრულდება ეკონომიკური სისტემის გადატვირთვით და ახალი სავალუტო ზონების ფორმირებით. ამის მხოლოდ ზოგადი ანალიზის საფუძველზე არ ვამბობ, არამედ კონკრეტული ფაქტები მეტყველებს ამაზე. მაგალითად, ახლახანს აშშ-ს "ფედერალური სარაზერვო სისტემის“ ახალმა თავმჯდომარემ კევინ უორშმა განაცხადა, რომ ფედერალურმა რეზერვმა 2003 წლიდან გამოქვეყნებული სამომავლო პროგნოზი გააუქმა. ანუ ვაშინგტონის ფინანსური ელიტა პროგნოზებისგანაც თავს იკავებს იმდენად ცუდადაა საქმე. ეს საგანგაშო ვითარებაა, რომელიც უნდა იცოდეს ქართულმა საზოგადოებამ და მოვემზადოთ ამ ცვლილებებისთვის.

ჩვენ პირველ რიგში უნდა გვაინტერესებს საქართველოში არსებული სიტუაცია. აუცილებელია ქართულმა პოლიტიკურმა ელიტამ კარგად გაანალიზოს მსოფლიოში მიმდინარე პროცესები და გამოიტანოს ერთადერთი სწორი დასკვნა: კოლექტიური დასავლეთი არ არის საქართველოს მოკავშირე, პირიქით, ისინი ცდილობენ ჩვენი ქვეყნის დანგრევის ხარჯზე საკუთარი ინტერესები გაატარონ, ანუ ჩაგვითრიონ კონფლიქტებში და დაგვაპირისპირონ ჩვენს მეზობლებს.

გიორგი ირემაძე: კოლექტიური დასავლეთი დამარცხდა და NATO-ს წევრი ქვეყნები კაპიტულაციისთვის ემზადებიან

და ბოლოს, ტრადიცილულად გავიმეორებ მარტივ ჭეშმარიტებას, რომ საქართველომ უსაფრთხოების და ეკნომიკური განვითარების გარანტიები, რომ მიიღოს, ამისათვის საჭიროა ჩვენს ისტორიულ მოკავშირესთან, რუსეთთან აღდგეს დიპლომატიური ურთიერთობები, შემდეგ სამოკავშირეო ურთიერთობები და გავწევრიანდეთ „სამოკავშირეო სახელმწიფოში“, რუსეთთან და ბელორუსიასთან ერთად. ჩვენი პარტია აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით. ჩვენი პარტიის ლიდერი, მამუკა ფიფია, ცოტა ხნის წინ შეხვდა რუსეთისა და ბელორუსის საკავშირო სახელმწიფოს სახელმწიფო მდივანს, სერგეი გლაზიევს. საუბარი შეეხო საქართველოს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის, „ბრიქსის“ და „საკავშირო სახელმწიფოს“ გეოპოლიტიკურ და გეოეკონომიკურ სივრცეში ჩართვის პერსპექტივებს. გარდა აღნიშნული კურსისა, დღევანდელ საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს და ვერც ექნება სხვა პერსპექტივა საგარეო პოლიტიკის კუთხით. ამიტომ, დროა იმოქმედონ ამ მიმართულებით, ქართველი ხალხის ინტერესების შესაბამისად.




скачать dle 11.0фильмы бесплатно
ასევე გთავაზობთ:
                 
  • დღეს
  • კითხვადი
Facebook